ბარ „ბაუჰაუსის“ ორ თანამშრომელს მაშველები მტკვარში ეძებენ

ბარ „ბაუჰაუსის” ორ დაკარგულ თანამშრომელს, ბაია ბერუაშვილსა და გიორგი შალამბერიძეს მტკვარში ეძებენ.

„საძიებო სამუშაოებში, დილიდან ჩაერთო სამაშველო სამსახური. ადგილზე მობილიზებულია სპეცკატერი, რომელსაც ე.წ. „ექოლოტი“ აქვს, რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება. გარდა ამისა, გასაბერი ნავით, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული ადგილზე“ – განუცხადეს „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თბილისში, ბარ „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომელი 15 აგვისტოს დაიკარგა. როგორც ბარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ბაუჰაუსის“ თანამშრომლები გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს ბარიდან 5 საათზე წავიდნენ.

როგორც შსს იუწყება, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00-ზე შევიდა და პოლიციამ ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული