ბელარუსის მთავრობა გადადგა

ბელარუსში პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, მთავრობა გადადგა. ეს გათვალისწინებულია მინისტრთა საბჭოს 15 აგვისტოს №480 დადგენილებით, რომელიც დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა ინტერნეტში. ინფორმაციას БЕЛТА ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პრეზიდენტის წინაშე ბელარუსის მთავრობა ვალდებულია, გადადგეს.

დადგენილება ძალაში მისი მიღების დღეს შედის.

მანამდე ქვეყნის მეთაურმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობის შემდგომი მუშაობის შესახებ საბუთების ოპერტიულად მომზადების განკარგულება გასცა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობა ძირითადად, ფორმირებულია. ამასთან, მისივე თქმით, იქნება გარკვეული ნიუანსებიც. 

Facebook Comments

ახალი დადებული