გეოგრაფიის მასწავლებელს 14 წლის ბიჭთან სექსში ადანაშაულებენ

23 წლის ავსტრალიელი მონიკა ელიზაბეთ იონგს სიდნეიდან პროკურატურა 14 წლის მოსწავლესთან სექსში ადანაშაულებს.  ინფორმაციას ამის შესახებ Mirror- ი ავრცელებს. 

ბრალდების მხარის ინფორმაციით, მასწავლებელი კლასშიც გამოწვევად იქცეოდა და მოსწავლის პროვოცირებას ახდენდა. ამის დასტურად მათ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოჰყავთ. 

ვიდეომასალაში ჩანს როგორ ჩერდება მასწავლებლის მანქანა პარკში, მაგრამ არ ჩანს რა ხდება მანქანაში. მონიკა იონგი უარყოფს მანქანაში მოსწავლესთან სექსს. პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ სკოლის კამერის მიერ დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, მასწავლებელი როგორ ადებს მოსწავლეს ხელს თეძოზე, ბიჭი კი მას ხელს კაბის ქვეშ კიდებს. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს დეტალები კადრებში არ ჩანს და ბიჭს ხელი უბრალოდ მერხის ქვეშ უდევს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მონიკა ელიზაბეთ იონგი საფრთხეს წარმოადგენს სხვა მოსწაველებისთვისაც.

გეოგრაფიის მასწავლებელი რომელიც გათხოვებას აპირებს, დანაშაულს უარყოფს. ისი ამ დროისთვის შინაპატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ ახალგაზრდა ქალი 850 000 ავსტრალიური დოლარის (465 000 ფუნტი სტერლინგი) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

Facebook Comments

ახალი დადებული