გვარამია ბაჩალიაშვილის დედას: ნურავის დააკომპლექსებინებთ თავს- „აა, ვიღაცისგან ინფორმაცია მოიპარა?“ „ააა, ამის გამო ფულს თხოვდა?“

თავს ნუ დაიკომპლექსებთ იმით, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს კიბერდანაშაულთან, ინფორმაციის მოპარვასთან და ამის გამო ფულის მოთხოვნასთან, -ასე მიმართა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედას გადაცემაში „მთავარი აქცენტები“.

გვარამიას თქმით, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილის მხრიდან კიბერდანაშაულის ჩადენას ჰქონდა ადგილი, თუმცა ოჯახი ამის გამო არ უნდა დაკომპლექსდეს და მთავარია, გაირკვას, ვინ მოკლა თამარი. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

„კი ბატონო… და მოეთხოვოთ პასუხი სამართლიანად“,-განაცხადა გარდაცვილი გოგონას დედამ. 

ნიკა გვარამია: „ჩემი აზრით, ამოხსნა ამ ყველაფერშია, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვთ, რომ ნუ დაიკომპლექსებთ იმითი თავს, რომ ეს შეიძლება იყოს კიბერდანაშაული, ამას ძალიან ხშირად სჩადიან და ზუსტად მაღალი კლასის ხალხს შეუძლია ეს ამ სპეციალობაში. ნურავის ნუ დააკომპლექსებინებთ თავს, რომ „აა, ვიღაცასთან შეაღწია და ინფორმაცია მოიპარა?“ „ააა, ამის გამო ფულს თხოვდა?“ …

“აა ამის გამო მოკლეს?“-ეს უნდა იყოს თქვენი პასუხი. ჩვენ იმას არ ვადგენთ და არ ვლაპარაკობთ მის პროფესიულ სინდისზე და ეთიკაზე. ჩვენ გვაინტერესებს მისი სიცოცხლის და გარდაცვალების ისტორია. მორჩა და დასრულდა ხო? და კლავენ არა პირადი ხასიათის ფოტოებისთვის და ინფორმაციისთვის, კლავენ მძიმე ინფორმაციისთვის და ასეთ დროს ჰაკერები გამოძიებისთვის არათუ დევნის ობიექტები არიან, არამედ გამომძიებლები მათთან თანამშრომლობენ. საინტერესოა, რომ ამაზე გამოძიებასთან არ გისაუბრიათ“,-მიმართა გვარამიამ ტეონა თამაზაშვილს. 

რაზეც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, უპასუხა, რომ გენერალურ პროკურორთან შეხვედრისას მან ისაუბრა ფლეშკაზე, რომელიც თამარს მუდმივად თან ჰქონდა და რომელიც შესაძლოა, მოიპოვა ბაჭულაშვილმა. 

გადაცემაში თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ განაცხადა, რომ თამარს ორი “ფლეშკა” მუდმივად დაჰქონდა თან.

„ცდილობდა ჩემი თანდასწრებით არ გამოეყენებინა” – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ.

Facebook Comments

ახალი დადებული