„ევექსის“ კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ევექსის“ კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ თანამშრომელს ვირუსი დაახლოებით 3 დღის წინ გამოუვლინდა. მოძიებულია კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 17 პირი. ტესტი ჩაუტარდა კლინიკის ყველა თანამშრომელს, თუმცა, არცერთ მათგანს კოვიდი არ გამოუვლინდა

„ეპიდემიოლოგებმა ძალიან მალევე განსაზღვრეს მისი ყველა კონტაქტი, საუბარია 17 ადამიანზე, ბუნებრივია ყველა არ არის სამსახურეობრივი კონტაქტი, მათ შორის არიან ოჯახის წევრები.

ეს 17 ადამიანი გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. ამ შემთხვევაში არცერთ მათგანს ვირუსი არ აქვს დადასტურებული.

რაც შეეხება კლინიკას, სადაც კოვიდინფიცირებული მუშაობს, დამატებით ჩატარდა სადეზინფექციო ღონისძიებები.

ყველა პირს, ვინც აღნიშნულ პოლიკლინიკაშია დასაქმებული, ჩაუტარდა კოვიდტესტირება და ინფექცია არცერთ თანამშრომელს არ გამოუვლინდა. შესაბამისად, კონტაქტების დროული გამოვლენის ხარჯზე ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული“,- აცხადებენ „ევექსის“ კლინიკაში.

Facebook Comments

ახალი დადებული