კიევმა მინსკიდან ელჩი გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან თავისი ელჩი, იგორ კიზიმი ბელარუსთან შემდგომი ურთიერთობების შესახებ კონსულტაციისთვის გაიწვია. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი კულებამ განაცხადა. ინფორმაციას Спутник-Беларусь ავრცელებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, გავიწვიო ბელარუსში უკრაინის ელჩი კონსულტაციისთვის, რათა შეფასდეს უკრაინა-ბელარუსის შემდგომი უერთიერთობები ახალ რეალობაში. ისტორიაში პირველად მივმართავთ ასეთ მეთოდს ბელარუსთან ურთიერთობებში და ამას ვაკეთებთ მინსკის აღმაშფოთებელი ქმედებების გამო“,-განაცხადა კულებამ. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ 14 აგვისტოს ოფიციალურმა მინსმა მოსკოვს რუსეთის 32 მოქალაქე გადასცა, რომლებიც ბელარუსში ივლისის ბოლოს დააკავეს. ამასთან, კულებამ განაცხადა, რომ 28 მათგანი უკრაინისთვის უნდა გადაეცათ, რადგან დონბასში საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას თვითაღიარებული რესპუბლიკების სასარგებლოდ. 

Facebook Comments

ახალი დადებული