კიმ ჩენ ინმა სახლში ძაღლის ყოლა აკრძალა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობას აიძულებს, გადასცენ ძაღლები, რომლებიც მათ სახლებში ჰყავთ, რადგან ძაღლი კაპიტალიზმის სიმბოლოს წარმოადგენს,-ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

კორეის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ივლისში განაცხადა, რომ ძაღლის ყოლა ახლა კანონის დარღვევაა. მან სახლის ძაღლებს „ბურჟუაზიის იდეოლოგიის გახრწნილი ტრენდი“ უწოდა.

სამხრეთ კორეის გაზეთ „ჩოსონ ილბო“ ჩრდილო კორეაში არსებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სახლებიდან ძაღლები ძალის გამოყენებით გაყავთ, აძინებენ, ზოგს კი ზოოპარკსა და რესტორნებს გადასცემენ. გაზეთის ინფორმაციით, ფხენიანში საშუალო კლასის წარმომადგენლებისთვის ეს სიახლე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ძაღლებს ქვეყანაში არსებული პროდუქტების დეფიციტის გამო, საკვებად გამოიყენებენ.

ქვეყანაში შეძლებულმა ოჯახებმა სახლებში ძაღლები მას შემდეგ გაიჩინეს. რაც ახლაგზარდობისა და სტუდენტების საერთაშორისო ფესტივალზე, 1989 წელს ჩრდილო კორეის რეჟიმი შედარებით ლმობიერი გახდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული