მტკვარში ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს ეძებენ

მესამე დღეა ბარ “ბაუჰაუსის” ორ გაუჩინარებულ თანამშრომელს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს და ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება.

სამძებრო სამუშაოებში, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს.

შსს-ს ინფორმაციით, “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული