რევერანსების დრო დასრულდა. აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს- თამარ ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის ახალგაზრდა ქალის ოჯახი და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. ისინი უწყების ხელმძღვანელს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან.

გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, მოკლე კომენტარი გააკეთა.

“დღეს ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 1 თვე შესრულდა და რევერანსების დრო დასრულდა. აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს. მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები.”-განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.

Facebook Comments

ახალი დადებული