საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, ხოლო ერთი იმპორტირებული შემთხვევაა.

„დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამჟამად გახლავთ 1341 დადასტურებული შემთხვევა. მათი განაწილება ასეთია, 2 არის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2-ზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით, ხოლო ერთი იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევაა”-განაცხადა ეზუგბაიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული