ქართველი გოგონა, რომელსაც უცხოელი შეყვარებული ჰყავს, საქართველოს ხელისუფლებას შეყვარებული წყვილებისთვის საზღვრის გახსნას სთხოვს

სოციალური ქსელის მომხმარებელი თათა სადუნაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, შეყვარებულ წყვილებს შეეძლოთ პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრის გადაკვეთა.

თათა სადუნაშვილს დანიელი შეყვარებული ჰყავს და პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ისინი 4 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ შეხვედრას, რადგან ის ვერ ჩადიოდა დანიაში და ვერც მისი შეყვარებული ჩამოდიოდა საქართველოში. თათა წერს, რომ დანიამ დართო შეყვარებულებს ნება, გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ენახათ ერთმანეთი. სწორედ ამ გზით მოახერხა მან დანიაში ჩასვლა ყოველგვარი კარანტინის გავლის გარეშე. მის ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“მოგესალმებით! მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ. მე და ჩემი დანიელი შეყვარებული პანდემიის გამო ჩავრჩით – მე საქართველოში, ის დანიაში. დაახლოებით 4 თვე ვცდილობდით რამენაირად შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ ერთ დღეს გავიგე ერთი ჯგუფის (დანიური) შესახებ, რომელიც აერთიანებდა იმ ხალხს რომლების შეყვარებულებიც საზღვრებს გარეთ იყვნენ დარჩენილები.

ამჟამად ჩამოვედი საქართველოში და ვარ კარანტინში და მაშინ როდესაც ჩემი შეყვარებული აპირებს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას, გავარკვიე რომ თურმე კარანტინის გავლითაც კი არ აქვს უფლება გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. როდესაც ვრეკავ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რა თქმა უნდა, დაახლოებით თარიღსაც კი ვერ მეუბნებიან როდის შეიძლება გაიხსნას საზღვარი.

მომივიდა ერთი იდეა რომ ჩვენც საქართველოში შევქმნათ მსგავსი ჯგუფი და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან მსგავსი კანონის მიღება. ამისთვის მაინტერესებს რამდენი ადამიანი არის ისეთი, რომელსაც შეყვარებული, ქმარი, საქმრო დარჩა საზღვრებს გარეთ, მაინტერესებს ვართ თუ არა საკმარისი რაოდენობა, რომ მოვთხოვოთ სახელმწიფოს გაუხსნას საზღვრები წყვილებს, რომლებიც დააშორა პანდემიამ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს თათა სადუნაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული