ბაიას ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, ახალგაზრდები მტკვრის მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ, ჯერ ბაია გადავარდა, ბიჭი გადასარჩენად გადახტა

გარ­დაც­ვლი­ლი ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი ჰა­ერ­ზე გა­ვიდ­ნენ, მტკვრის მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ და მდი­ნა­რე­ში იქი­დან გა­და­ვარ­დნენ,-ამის შესახებ „ამბები.გე“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­ა­ჯი­რი­დან ჯერ ბაია გა­და­ვარ­და, მას გი­ორ­გიც გა­დაჰ­ყვა და გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, მაგ­რამ დი­ნე­ბამ ორი­ვე წა­ი­ღო…

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამდღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, ბარ „ბა­უ­ჰა­უს” და­კარ­გუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცხედ­რე­ბი მდი­ნა­რე მტკვარ­ში, ბა­რის სი­ახ­ლო­ვეს 17 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს – თავ­და­პირ­ვე­ლად გო­გო­ნას ცხე­და­რი ნა­ხეს, შემ­დეგ კი – ვა­ჟის. გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედ­რე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

Facebook Comments

ახალი დადებული