„გორმედის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის ცენტრალური საავადმყოფოს, „გორმედის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„გორმედის“ კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განცხადებით, ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პირველი ტესტი უარყოფითი იყო, გეგმიური განმეორებითი ტესტის შემდეგ კი, დადებითი პასუხი იყო.

„კორონავირუსი გამოუვლინდა ექთანს, რომელიც ცხელების ცენტრში მუშაობდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას პირველი ტესტი უარყოფითი ჰქონდა, თვითიზოლაციის პერიოდში კი, ტესტირებაზე დადებითი პასუხი იყო. ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები იკვლევენ“,- აღნიშნა ხათუნა შრუბიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული