მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტი დააპატიმრეს

მალიში აჯანყებული სამხედროების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაკარა კეიტი და პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისე დააპატიმრეს. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

მანამდე დასავლური მედია იუწყებოდა, რომ მალის დედაქალაქ ბამაკოსთან მდებარე სამხედრო ბაზაზე აჯანყება მოხდა. ამბოხებულებმა მინისტრები და მაღალი რანგის ოფიცრები დააპატიმრეს.

„შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ჩვენს კონტროლს ექვემდებარებიან, ჩვენ ისინი პრეზიდენტის რეზიდენციაში დავაკავეთ და ახლა ჯავშანტრანსპორტერში იმყოფებიან, რომელიც კატისკენ მიემგზავრება“,-განუცხადა გამოცემას ამბოხებულების წარმომადგენელმა.

კატის რაიონში არის სამხედრო ბაზა, სადაც ორშაბათს ამბოხება დაიწყო. 

Facebook Comments

ახალი დადებული