„ნაცმოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მხარს დაუჭერს, საბურთალოზე – ოქრუაშვილს კონკურენტს არ დაუყენებს

ჩვენ მკაფიოდ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად, რაც შეეხება საბურთალოს, ჩვენ იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე დეკლარაცია, რომელიც ხმების დაცვასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. მელიას თქმით, უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ, გაფორმდება შეთანხმება, რომ ოპოზიციური პარტიები “ქართულ ოცნებასთან” არ ითანამშრომლებენ.

“ბევრი ღირსეული კანდიდატია საბურთალოს რაიონში ოპიზიციიდან თავმოყრილი და ჩვენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ კანდიდატი არ დავაყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, დეკლარაციის შემუშავება ხმების ერთობლივი დაცვის თაობაზე, მაგრამ ჩემი აზრით, თავშიც არ უნდა გაივლოს ივანიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომ შესაძლებელი იქნება არჩევნებზე ხმების გაყალბება, ვინაიდან მათ ხელში ბამბაც კი იჩხრიალებს 2020 წლის 31 ოქტომბერს. ჩვენ ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ერთამანეთთან და კიდევ უფრო მთავარი შეთანხმება, რაც დარწმუნებული ვარ, მოხდება უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში, ყველა ოპოზიციური დემოკრატიული ძალა შევთანხმდებით ერთობლივად და ეს აისახება საერთო დეკლარაციაში, რომ არავინ ითანამშრომლებს არადემოკრატიულ ძალასთან – “ქართულ ოცნებასთან” და მის ოლიგარქთან, ეს არის უმნიშვნელოვანესი,”- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის ” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდუბე- ჩუღურეთში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, საბურთალოს ოლქში კი, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

Facebook Comments

ახალი დადებული