ოპოზიციამ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები დაასახელა

საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში – ზურაბ ჯაფარიძე. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

„ის მაინც მოხდა – ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე სრულად და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს. ის დარჩება თბილისელებისთვის და სრულიად საქართველოსთვის. საბურთლოს რაინოში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი ყველა ხელისუფლებასთან ირაკლი ოქრუაშვილი. დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძე, რომლის აქტიურობით მოხიბლული ვართ ყოველთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, კონსულტაციები იყო რთული, საპასუხისმგებლო და დაძაბული. ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დღე ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში, რადგან მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ ახსოვს.

როგორ ცნობილია, ვაკეში კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, გლდანში – ნიკა მელია, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე კი შალვა შავგულიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული