საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია-გენერალი ბრიდლოვი

„საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ“, – ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების და აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გენერალი ამბობს, რომ რუსეთმა დე-ფაქტო ვეტო გამოიყენა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად.

ფილიპ ბრიდლოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სულ მოსახლეზე არავის ჰყავს იმდენი ჯარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, რამდენიც საქართველოს.

მისივე თქმით, უღრმესი პატივისცემა აქვს ერთის მხრივ საქართველოს შეიარაღებული სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორეს მხრივ სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და მსხვერპლი გაიღეს.

„საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში, მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება“, – აცხადებს გენერალი.

Facebook Comments

ახალი დადებული