“სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა – სამზარეულოში გაზქურის რვა სანთურა ღია იყო დატოვებული

საბურთალოზე მდებარე “სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ “თბილისი ენერჯის” ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სავაჭრო ცენტრის შენობაში მდებარე ერთ-ერთ სამზარეულოში გაზქურის რვა სანთურა ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული, რამაც გაზის დაგროვება გამოიწვია.

“თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

Facebook Comments

ახალი დადებული