უკრაინის ელჩი: ჩვენი მეგობრობა ერთი ადამიანის განცხადებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. რუსული ოკუპაცია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი და საპარლამენტო არჩევნები – ეს ის საკითხებია, რომლებიც დიპლომატმა მედიასთან განიხილა.

„არ მინდა იყოს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვიღაც სიტუაციას სპეციალურად, განგებ ძაბავს. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს პარტნიორობა, ორი ქვეყნის ურთიერთობაში, მთავარი ღირებულებაა, რომელიც არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. არ გამკვირვებია გამოკითხვის შედეგები, როდესაც ქართველმა ხალხმა მთავარ მეგობრად უკრაინა დაასახელა. ქართველი და უკრაინელი ხალხის ნება მისცემს მთავრობებს ბიძგს, რომ უფრო მჭიდროდ განვავითაროთ ურთიერთობები და ჩვენი მეგობრობა ერთი ადამიანის განცხადებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არ ღირს… ეს არ უნდა გავაკეთოთ. რომ არ იყოს შეზღუდვები ეპიდემიასთან დაკავშირებით, ჩვენ გვეყოლებოდა მეტი უკრაინელი ტურისტი საქართველოში და გვექნებოდა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტები. ველით, როცა იქნება იმის პირობები, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი, შედგება უკრაინაში“ – განაცხადა დიპლომატმა.

Facebook Comments

ახალი დადებული