„ქართული ოცნების“ ლიდერებმა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა და წალკის მერმა ილია საბაძემ სოფელ იმერაში ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერეს, რომელშიც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერას ახალი სკოლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, ასევე რეკრეაციული ზონების მოწყობა. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 1,2 მლნ ლარით აფინანსებს.

“ქართული ოცნების” ლიდერები, ასევე, სკოლასთან შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრნენ და ადგილობრივების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.

Facebook Comments

ახალი დადებული