შერონ სტოუნის უმცროსი და კორონავირუსის გამო, სიცოცხლისთვის იბრძვის

ამერიკელი მსახიობი შერონ სტოუნი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ატარონ დამცავი ნიღბები, რადგან მისი უმცროსი და კელი COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადდდა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის.

„ჩემი და და მისი მეუღლე სიცოცხლისთვის იბრძვიან… ატარეთ ნიღბები! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და სხვებს. გევერდრებით, ეს რეალურია“,- აცხადებს მსახიობი. მისი თქმით, ბებია და მისი ნათლია კოვიდით დაიღუპნენ.

მსახიობის დას, კელი სტოუნს იმუნიტეტის დაქვეითების გამო, ინფექციის მძიმე ფორმა აქვს, რამაც ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. კელი და მისი მეუღლე მარტში მონტანას შტატის ერთ-ერთ სოფელში გადასახლდნენ პანდემიის შიშით. „გვეგონა, კორონავირუსი ვერ მოგვწვდებოდა: არანაირი შოფინგი, არანაირი სტუმრად სიარული, სხვა ადამიანებს იშვიათად ვხედავდით. ახლა კი, სუნთქვისთვის ვიბრძვით“,-წერდა კელი.

შერონ სტოუნი აფთიაქის ერთ-ერთ კლიენტს ადანაშაულებს, მისი თქმით, ეს ადამიანი ნიღბის გარეშე შევიდა აფთიაქის შენობაში, სადაც მისი დაც იმყოფებოდა. 

„ეს ჩაიდინა ერთმა უნიღბო ადამიანმა, რომელიც აფთიაქში იყო შესული“,-ამბობს მსახიობი.

მისივე თქმით, მონტანაში კოვიდინფიცირებულებს ტესტს არ უკეთებენ, სანამ სიმპტომები არ გამოვლინდება. შემდეგ, 5 დღე სჭირდებათ პასუხის ლოდინისთვის, შტატის გუბერნატორი კი, მის ზარებს არ პასუხობს.

Facebook Comments

ახალი დადებული