ჯანმოს ეპიდემიოლოგი: კორონავირუსისთვის ახალგაზრდები არ არიან დაუმარცხებლები

„ადამიანებს ვერ განვსჯით იმის გამო, რომ ნორმალური ცხოვრება სურთ, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მესიჯია, რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები, კორონავირუსისთვის არ არიან დაუმარცხებლები“ – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ეპიდემიოლოგმა, მარია ვან კერხოვემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვირუსით ახალგაზრდებიც იხოცებიან. „ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ადამიანებს ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილებებში. ახალგაზრდები იხოცებიან ამ ვირუსით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ეპიდემიოლოგმა.

Facebook Comments

ახალი დადებული