მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესების შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას Unian ავრცელებს.

კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. მერკელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

მერკელი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპონენტებს შორის საჭიროა დროული დიალოგის დაწყება. თავის მხრივ, კრემლის ლიდერი ბელარუსის საშინაო პოლიტიკაში უცხო ქვეყნების ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსიის მოქმედ პრეზიდენტს  არჩევნებში გამარჯვება პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს მიულოცა.

ბელარუსის დედაქალაქში მე-10 დღეა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არ წყდება.

Facebook Comments

ახალი დადებული