გიორგი კახიანი: ჩვენ გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, არ დაგვჭირდება კოალიციის შექმნა

ჩვენთვის მთავარი და პრიორიტეტული არის ვისაუბროთ პროგრამებზე, იმაზე თუ რას ვთავაზობთ საზოგადოებას, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა უახლოესი 4 წლის განმავლობაში. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ოპოზიციაში ჯერ მაჟორიტარულ ოლქებში ადგილებს ვერ იყოფდნენ, შემდგომ პრემიერობის კანდიდატი ვინ იქნება ამაზე ვერ თანხმდებიან… ჩემი გადმოსახედიდან მანდატებზე და პრემიერობის თანამდებობაზე მათ თეორიულადაც არ ექნებათ შანსი. ოპოზიციამ რაღაც აბსურდული დეკლარაციების გაფორმებაზე დაიწყო საუბარი. ეს რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ჯგუფების მხრიდან არის ინიცირებული. ჩვენთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ მყარად ვართ დარწმუნებული საზოგადოების განწყობაში ჩვენს მიმართ, ჩვენივე თავში და ჩვენს წარმატებებში და ჩვენ გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციების შექმნა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

Facebook Comments

ახალი დადებული