გლდანში მოპედს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, გლდანში “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი მოპედით მოძრავ ადამიანს დაეჯახა. მოპედის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

Facebook Comments

ახალი დადებული