დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატები მედიკამენტების გაიაფებას ეწინააღმდეგებიან და დიდ რეკლამებს ყიდულობენ

დემოკრატები მედიკამენტების გაიაფებას ეწინააღმდეგებიან და დიდ რეკლამებს ყიდულობენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, კომპანიებთან ბრძოლის შედეგად, მედიკამენტების ფასები სულ მცირე განახევრდება.

„იმის დამსახურებთ, თუ რას ვაკეთებ ფარმაცევტულ კომპანიებთან ბრძოლაში, წამლების ფასები შემცირდება 50, 60 და 70 პროცენტითაც კი. დემოკრატები აქტიურად იბრძვიან ჩემ შესაჩერებლად და დიდ რეკლამებს ყიდულობენ. ანალოგიურადაა „ბიგ ფარმა“. პრივილეგირებული ერები ახლა ფასებს ამცირებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

Facebook Comments

ახალი დადებული