ვასილ მაღლაფერიძე: აი ამიტომ გადავდექი

ეუთო-ოდირის დასკვნა, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის მიმართ კითხვები დაისვა, არ იყო ობიექტური,-ამის შესახებ პირველი არხის აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, თავად პრეზიდენტობის კანდიდატებიც კი სხვა აზრზე იყვნენ, თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა იმუშავეს. 

„ეს იყო ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ნამუშევარი. არ შევდივართ ახლა ამ დავაში. მათ ასე ჩათვალეს და ასეთი დასკვნა დაწერეს. ხომ არსებობდა ამასთან დაკავშირებით კითხვები? აი, ახლა გავეცი პასუხი. ახლა მოდის არჩევნები და გადავდექი. იმიტომ გადავდექი, რომ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, რომლებიც ბევრი მედიისგან განსხვავებით არიან სრულიად თავისუფალი და თავისუფალ რეჟიმში მუშაობენ, არ მუშაობენ წინასწარი კარნახით, ასეთი კითხვები არ დაუსვან. ამიტომ გადავდექი“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება მის შემდგომ საქმიანობას, ტელევიზიების მიერ გამოთქმული სხვადასხვა ვარაუდები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტელევიზიები გამოთქვამდნენ ვარაუდებს და აღარ დასვათ ეს კითხვები – პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გნებავთ ბელარუსიც გამორიცხეთ, ჩემი პროფესიის დიდი ნაწილი იყო მასწავლებლობა. „ტელესკოლაში“ მაქვს ორი პროექტი – არის საგანმანათლებლო პროექტები, ამასაც გავაკეთებ იანვრამდე, იანვრის მერე შევხედოთ, როგორ იქნება“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული