ვიეტნამურმა გამოცემამ თბილისის “დინამოს” გამარჯვება იწინასწარმეტყველა და ანგარიშიც დაასახელა

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ვიეტნამურმა სპორტულმა ვებგვერდმა bongdanet.vn-მ სტატია მიუძღვნა ჩემპიონთა ლიგის 1-ლი ეტაპის დაპირისპირებას თბილისის “დინამოსა” და “ტირანას” შორის და შეხვედრის გამარჯვებულად ქართული კლუბი იწინასწარმეტყველა.
თუ აღნიშნულ ვებგვერდზე შეხვალთ, ძალიან ბევრ სტატიას იხილავთ, სადაც ბუკმეკერული პროგნოზებია მოცემული და “დინამოს” შესახებ დაწერილი სტატიაც მსგავსი ფორმატის ტექსტია.
ავტორს ორივე კლუბის ბოლოდროინდელი თამაშების მოკლე სტატისტიკა აქვს მოყვანილი და მკითხველს გუნდების ზოგად მიმოხილვას სთავაზობს.
სტატიის ბოლოს კი პროგნოზი არის მოცემული. ვიეტნამელების აზრით, დღეს გასამართ დაპირისპირებას თბილისური კლუბი ანგარიშით 1:0 მოიგებს.
არ აქვს მნიშვნელობა,ეს პროგნოზი აზიურ სიბრძნესა თუ მაგიაზე დაყრდნობით გააკეთეს, ალბათ, ყველას გაგვიხარდება თუ ვიეტნამური ვარაუდი გამართლდება და “დინამო” შემდეგ ეტაპზე გავა. მთავარია, თბილისურ დაპირისპირებაში ყველაფერი ვიეტნამისაგან განსხვავებით, წესების მიხედვით წარიმართოს.

Facebook Comments

ახალი დადებული