ვინ არის კაცი რომელსაც მაშველები მტკვარში ეძებენ

დილიდან მდინარე მტკვარში მაშველები ახალგაზრდა კაცს ეძებენ. 

საძიებო სამუშაოებში სამაშველო 9 ჯგუფია ჩართული.

მიმდინარეობს წყლის ზედაპირის და ფსკერის დათვალიერება.

31 წლის დაკარგული მამაკაცის, ვეფხვია ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქრება. ის ბოლოს, სავარაუდოდ, გუშინ ნახეს.

დაკარგულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს პრობლემები არ ჰქონია. მამის ინფორმაციით, მისი შვილი სახლიდან გამოსვლის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. სახლიდან გასვლისას მან თქვა, რომ მალე დაბრუნდებოდა. 

“ჩემი შვილი 31 წლის არის, არაფერი პრობლემა ჰქონია, ერთი შვილი ჰყავდა. ბოლო კონტაქტი მასთან ჩემს მეუღლეს ჰქონდა, ჩემმა შვილმა უცბათ გათიშა ტელეფონი, მანამდე კი უთხრა მალე მოვალ სახლშიო,” – აცხადებს მტკვარში დაკარგული ბიჭის მამა ლერი ხაჩიძე.

კამერებმა ვეფხვია ხაჩიძე ბოლოს იმ ადგილას დააფიქსირეს, სადაც მტკვარზე დიდი მილია გადებული. არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი ამ მილით მტკვარზე გადასვლას შეეცადა და ამ დროს მდინარეში ჩავარდა.

31 წლის მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

შსს-ს მომხდარზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული