ლუკაშენკო ოპოზიციას გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახენ BBC წერს.

„ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა“, – აცხადებს ლუკაშენკო.

ოპოზიცია 9 აგვისტოს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს, სადაც ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო.

არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ბელარუსში საპროტესტო აქციები და გაფიცვები მოჰყვა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნებში რეალურად ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა.

Facebook Comments

ახალი დადებული