მსოფლიოში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 15 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 15 მილიონს გადააჭარბა და 15,053,449-ს მიაღწია.

worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 22,309,785 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 784,380 გარდაცვლილია.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით პირველ ადგილს აშშ იკავებს 5,655,974 დადასტურებული შემთხვევით, აქედან 3,011,098 გამოჯანმრთელებულია, 175,074 გარდაცვლილი. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც კოვიდინფიცირების 3,411,872 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2,554,179 გამოჯანმრთელებულია, 110,019 გარდაცვლილი. მძიმე ეპიდვითარებაა ინდოეთში, სადაც ბოლო პერიოდში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში კოვიდის 2,768,670 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2,038,585 გამოჯანმრთელებულია, 53,026 გარდაცვლილი. მეოთხე ადგილზეა რუსეთი, 932,493 დადასტურებული შემთხვევით, მათ შორის 742,628 გამოჯანმრთელებულია, 15,872 გარდაცვლილი.

Facebook Comments

ახალი დადებული