პანდემიის მიუხედავად 2020 წლის 7 თვეში 7 -ითაა გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში

დღეს გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის პირველ რიგში უნდა გამოიყოს წმინდა ექსპორტის დინამიკა, რაც გარდა იმისა, რომ ზემოქმედებს საგადადმხედელო ბალაბსზე და სავალუტო კურსზე, არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც, ინვესტიციებთან და მოხმარებასთან ერთად,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბუნებრივია, ასეთი შედეგებიც მოსალოდნელი იყო, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო და კარგად თუ გავაანალიზებთ, არის მნიშვნელოვანი პოზიტიური მომენტებიც.

„ასე მაგალითად, პანდემიის მიუხედავად 2020 წლის 7 თვეში 7 -ითაა გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით). საქართველოდან მიმდინარე წლის იანვარ -ივლისში 286 მილიონ დოლარზე მეტი ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც 19 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, საქონლის ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) იანვარ – ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 2 %-ითაა შემცირებული. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი ციფრია.

აღნიშნული სტატისტიკა სრულ თანხვედრაშია რამდენიმე დღის წინა წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Fitch reiting-ის მიერ ქვეყნის სუვერენური საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებასთან, მაშინ როდესაც Fitch-მა შეამცირა არა მხოლოდ ჩვენი სარეიტინგო ჯგუფში(BB) მყოფი ქვეყნების დიდი ნაწილის, არამედ ისეთი წამყვანი და ჩვენზე გაცილებით დივერსიფიცირებული ეკონომიკის ქვეყნების დიდი ნაწილის სუვერენული რეიტინგი, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი და კანადა“,-წერს გიორგი ცუცქირიძე. 

Facebook Comments

ახალი დადებული