საფრანგეთში 1 სექტემბრიდან სამუშაო ადგილებზე ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან სამუშაო ადგილებზე ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ნიღაბი სავალდებულო იქნება ნებისმიერ საოფისე შენობაში- კაბინეტებში, სადაც რამდენიმე ადამიანი ზის, სათათბირო ოთახებში, ღია საოფისე სივრცეებში. გამონაკლისია მხოლოდ ინდივიდუალური ოფისები, სადაც თანამშრომლები მარტო არიან.

საფრანგეთის შრომის მინისტრი ელიზაბეტ ბორნე მოუწოდებს, შენარჩუნდეს დისტანციური სამუშაო რეჟიმი, თუ ამის საშუალება არსებობს. 

საფრანგეთში ნიღბის ტარება უკვე სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია. ასევე მაღაზიებში, თეატრებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში. პარიზის ზოგიერთ რაიონში მოსახლეობა ქუჩაშიც ვალდებულია, ატაროს ნიღაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

ივლისის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში გაურკვეველია. „არსებობს იმის ნიშნები, რომ კორონავირუსი ნელ-ნელა ბრუნდება“,-განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, საფრანგეთი მეორე ტალღის შეჩერებისთვის ემზადება.

საფრანგეთში კოვიდსიტუაცია ბოლო კვირის განმავლობაში დამძიმდა. სულ ქვეყანაში 256 ათასი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 30 ათასი დაიღუპა, 84 ათასი კი, გამოჯანმრთელდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული