საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 შემთხვევა დადასტურდა

დღეს, 19 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულია 1361 ადამიანი, აქედან 1098 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

Facebook Comments

ახალი დადებული