ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს განსაკუთრებულად იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობა და ეს განსაკუთრებით შეეხება ზღვისპირა კურორტებს.

„შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს განსაკუთრებულად იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნებიან კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, ვირუსის პრევენციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული