ქარხანაში ვენტილაციის დაზიანების გამო, შვეიცარიაში შოკოლადის თოვლი მოვიდა

შვეიცარიის ქალაქ ოლტენის მცხოვრებლებს, დილით გაღვიძებულებს ქალაქი შოკოლადის ფხვნილით მოფენილი დახვდათ. ცნობილი შვეიცარიული შოკოლადის კომპანიამ Lindt & Sprüngli მომხდარი დაადასტურა და განაცხადა, რომ ინციდენტი ქარხანაში ვენტილაციის დაზიანებას უკავშირდება, რამაც შოკოლადის ფხვნილის ჰაერში ამოფრქვევა გამოიწვია. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ვენტილაციის შეცდომას ძლიერი ქარიც დაემატა და შოკოლადის ფხვნილი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიებზე თოვლივით მოეფინა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები მომხდარს აღფრთოვანებით შეხვდნენ, მათი თქმით,  2020-მა წელმა როგორც იქნა, სასიამოვნო სიახლე მოიტანა. 

Facebook Comments

ახალი დადებული