შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ, ისინი ცდილობენ, დაადგინონ, თუ რის დანახვას შეძლებდა ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე იმ ადგილიდან, სადაც ის თავდამსხმელებს ემალებოდა. 

მათი თქმით, ექსპერიმენტით შემოწმდება იაკობ ბრეგვაძის მიერ მიცემული ჩვენება.

„საზოგადოებას დავანახებთ, რაოდენ მცდარია ეს ჩვენება. ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი იყო მას რამე დაენახა. გარკვეული გარემოებების გამო, ჩვენ გაცნობილი არ ვართ ამ ჩვენებას, შევეცდებით, დავანახოთ საზოგადოებას, რომ იაკობ ბრეგაძე სულ მინიმუმ, ცრუობს. საგამოძიებო ექსპერიმენტზე შევეცდებით აღვადგინოთ რეალობა, ინსცენირება იქნება მაქსიმალურად მიახლოებული რეალობასთან და დარწმუნებული ვართ, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“,-აცხადებენ უფლებადამცველები.

ექსპერიმენტში მონაწილეობას სპორტსმენები იღებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული