ჩინეთს არ სურს იხილოს ბელარუსის ტერიტორიაზე ქაოსი

ჩინეთი ბელარუსის მეგობარი და პარტნიორია, მას არ სურს ბელარუსის ტერიტორიაზე იხილოს ქაოსი და იმედი აქვს, ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება,-ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

„ჩინეთი დე ბელარუსი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ვენდობთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ. ჩინეთი პატივს სცემს ბელარუსი ხალხის მიერ არჩეულ განვითარების გზას, ასევე პატივს ვცემთ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ჩინეთი ქაოსისას და არეულობის წინააღმდეგია ბელარუსში.

​„გვჯერა და იმედი გვაქვს, ბელარუსი სტაბილურობას შეინარჩუნებს“,-განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული