ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას Ria Novosti ავრცელებს.

ექიმის ინფორმაციით, ნავალნი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და მისი მდგომარეობა ფასდება სერიოზულად მძიმედ.

ოპოზიციონერი ლიდერის პრეს-სამსახურში ვარაუდობენ, რომ ნავალნის საწამლავი ნივთიერება ჩაიში ჩაუყარეს.

„ერთადერთი, რაც მან დიილით დალია, ეს იყო მხოლოდ ჩაი“, – აღნიშნა ნავალნის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა კირა იარმიშმა.

ინფორმაციისთვის, ნავალნი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პარტიას დანაშაულისა და კრიმინალის პარტიას უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ნავალნი რამდენი დღის განმავლობაში ციმბირის რეგიონში გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოსაძიებლად იყო ჩასული.

Facebook Comments

ახალი დადებული