დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 20 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

“თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, დოლაბაურის, ეთერ კაკულიას, ბოჭორმის, კაჭარავას, ლეხ კაჩინსკის, უჯარმის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის და პატარძეულის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ილორის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, გალაკტიონ ტაბიძის, დარიალის, ფალიაშვილის, კავსაძის, რაზმაძის, მოსაშვილის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ბარნოვის და გრიგოლ მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, ტიციან ტაბიძის და ცხვედაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგარინის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის II ქუჩის, გორგასლის, ბეჟან კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Facebook Comments

ახალი დადებული