ირმა ინაშვილის შემდეგ, ამომრჩეველთან თამარ ჩერგოლეიშვილი აცეკვდა (ვიდეო)

ტაბულას „რედაქტორი“, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლის მეუღლე, გიგა ბოკერია ფოთში მაჟორიტარად იყრის კენჭს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. 

ვიდეოზე თამარ ჩერგოლეიშვილი ფოთში, ახალგაზრდა ამომრჩევლებთან ერთად აჭარულს ცეკვავს. 

ჩერგოლეიშვილის ცეკვის ამსახველ კადრებს კოლეგა ჟურნალისტების აღფრთოვანებული კომენტარები ახლავს. 

„ფოთი არ ვიცი, მაგრამ აჭარლებს გვეამა“,-აღნიშნავს დიანა ტრაპაიძე.

„ბრავო“,-წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

ამომრჩეველთან ცეკვა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილისთვისაც არ არის უცხო, რამდენიმე წლის წინ ინაშვილი საგარეჯოში იყრიდა კენჭს და ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში, წვეულებაზე იცეკვა. ინაშვილის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

Facebook Comments

ახალი დადებული