კანონიერი ქურდის, ლოტუ გულის მკვლელობამდე გადაღებული ფოტო და ვიდეო გავრცელდა

თურქეთში, ქალაქ ანტალიის რესტორანში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი, მეტსახელად ლოტუ გული მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მისივე გარემოცვის წევრი, მეტსახელად ხან ახმედლინსკია. 

CrimeTimeRU-ს ინფორმაციით, მკვლელმა ცოტა ხნით ადრე  ვიდეოზე აღბეჭდა მომენტი, როდესაც ის და ლოტუ გული სასტუმროში იმყოფებოდნენ. 

მოგვიანებით, სალიფოვმა თავის მკვლელთან ერთად რესტორანში ივახშმა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ახმედლინსკიმ ტერიტორია დატოვა, თუმცა თურქმა სამართალდამცველებმა ის ქალაქის გასასვლელთამ ტრასაზე დააკავეს.

სოციალური ქსელი მომხმარებელების ვარაუდით, ლოტუ გულის მკვლელობა შეკვეთილი იყო, რაზეც მეტყველებს მკვლელის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელობის დამკვეთებისთვისაა გადაღებული. 

რა გახდა ერთ-ერთი გავლენიანი მაფიის ლიდერის მკვლელობის მიზეზი და რატომ მიუგზავნეს მას მოსაკლავად თავისივე ახლობელი, ჯერჯერობით უცნობია. 

ლოტუ გული 1972 წელს საქართველოში დაიბადა. ის გარკვეული წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ციხეში იჯდა, შემდეგ კი, თურქეთში ცხოვრობდა, საიდანაც აკონტროლებდა ევროპის, რუსეთის და აზერბაიჯანის კრიმინალურ სამყაროს.

Facebook Comments

ახალი დადებული