შალვა შავგულიძემ თავისუფალი დემოკრატები დატოვა

შალვა შავგულიძემ თავისუფალი დემოკრატები დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. შალვა შავგულიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიაღებინა.

“ერთხმად ვუჭერდით მხარს ევროპულ საქართველოსთან საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას. ასევე, შეთანხმებული ვიყავით საარჩევნო სიის საკითხებთან დაკავშირებითაც. სრულიად მოულოდნელად, დაახლოებით 1 თვის წინ, გამგეობის ზემოთხსენებულმა უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე. კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მეორე ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძე. მე არ დავეთანხმე გამგეობის აღნიშნულ უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია… ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე”, — აცხადებს შავგულიძე.

მისივე თქმით, პარტიის რიგებს ტოვებენ სხვა ლიდერებიც, კერძოდ, ნინო გოგუაძე და ალექსანდრე ბარამიძე, ასევე, თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, გიორგი ქიტიაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული