200-ლარიანი სოციალური დახმარების პროგრამაში უკვე 600 800-ზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განაცხადებით, 200-ლარიანი სოციალური დახმარების პროგრამაში უკვე 600 868 ბავშვია რეგისტრირებული, 366 000 ოჯახიდან.

„მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლის ჩათვლით ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება. ამ განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული