ადვოკატი: ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი, არანაირი ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ფსიქოტროპული ნივთიერება არ არის

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შემდეგ გამოქვეყნდება ბიოლოგიური, ობიექტური, რაოდენობრივი ანალიზის შედეგები, რომლითაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თვის ბოლოს საქართველოში უცხოელი ექსპერტებიც ჩამოვლენ, რომლებიც ექსპერტიზიის დასკვნას გადაამოწმებენ.

„ბიოლოგიური, ობიექტური, რაოდენობრივი ანალიზის შედეგები მოგვიანებით იქნება. ამ ანალიზებით უნდა დადგინდეს, რა წამალი რას ემსახურება და რა შედეგი შეიძლება გამოეღო და სიკვდილი რითი დადგა“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩენილი არ არის. თუმცა აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი.

„ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში თურკმელში არ არის არანაირი ალკოჰოლი, არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი. აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი, მაგრამ ეს რა რაოდენობითაა დაუდგენელია. ეს ჩვეულებრივი წამლებია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული