ალბათ სოხუმიც სევდანარევი სიხარულით შეხვდა უშიშარ ქართველ ქალს – დათო ოქიტაშვილი ირმა ინაშვილის აფხაზეთში ჩასვლაზე

„კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის აფხაზეთში ჩასვლას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

„ირმა ინაშვილი თარხან -მოურავის ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის გადადგმული ნაბიჯია, პოპულიზმს მოკლებული და რაციონალური , მე დღეს ირმაზე ვისაუბრებ: “ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ” – ეს სიტყვები აფხაზეთზეა დაწერილი.

უკვე 27 წელი რომ გავიდა და არაფერი შეიცვალა, ხისტმა პოლიტიკამ კიდევ უფრო ხისტი ნაბიჯები გადაადგმევინა ჩრდილოელს, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და დავიწყეთ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება – შეგუება, თუმცა დღეს, ჩვენში გამოჩნდა ქალი – ირმა ინაშვილი, რომელმაც მარტო გადაწყვიტა ჩასვლა აფხაზეთში – სოხუმში (მეამაყება და მესურვილება მისი ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვერ შეძლო 27 წლის მანძილზე ვერცერთმა პოლიტიკოსმა).

ალბათ სოხუმიც სევდანარევი სიხარულით შეხვდა ქართველ ქალს, უშიშარსა და პრინციპულს, ეს რისკიანი ნაბიჯი იმდენად იმედის მომცემია, რომ მე, როგორც ერთ ადამიანს, თვალწინ წარმომიდგა სოხუმის ქუჩები, ლაინერი, თოლიები და კიდევ უფრო დიდი ყურადღებით დავიწყე ირმას სმენა, ფოტოების თვალიერება, რაც მთავარია, იმედი, რომ მოლაპარაკებისა და გონიერი რაციონალიზმის პირობებში შეიძლება დაიძრას გაყინული საქმე.

ამ დროს კი პოზა – მე რუსს არ ველაპარაკები, უბრალოდ უგუნურებაა, თუ არა ღალატი. ღალატი 100 ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის სიზმარში რომ ხედავენ თავის სახლებს, ღალატი იმ ბავშვებისა, რომლებსაც ფესვები ფოტოებითა აქვთ ნანახი, ღალატი აფხაზების და ქართველების მეგობრობის, და ბოლოს ღალატი იმ მაგნოლიის ხეების, რომლებიც უჩვეულოდ მოწყენილი მგონია უჩვენოდ…

მტკივა აფხაზეთი, მიყვარს აფხაზეთი და მინდა აფხაზეთში და ვინც ამ საქმეს დაძრავს მის გვერდით ვიქნები, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ქალია, რომელიც ყოველთვის იყო საწყისი დიდი ცვლილებებისა, ქალია, რომელიც არა იმიჯზე, არამედ საქმეზეა ორიენტირებული, ქალია, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად დაძრა ეს საქმე…

ყოველთვის ელაპარაკებოდნენ ამა სოფლის ძლიერებს ჩვენი ძველი (მეფეები) და ახალი გონიერი პოლიტიკოსები და ამით ქვეყანას ედგნენ გვერდით, ამიტომაც თუ სხვა გზა და ხსნა არ არის, (და არ არის) იქნებ გონის მოხმობით დავიბრუნოთ ჩვენი მეორე იერუსალიამი – სოხუმი – და რაციონალიზმითა და რეალურობის შეგრძნებით პოპულიზმს ვაჯობოთ, მაყვირალთა შორის კი ისეთებიც არიან მუჭა ბრილიანტებში რომ გაუცვალეს დევნილებს დაობებული პური, შეწუხდნენ მათი აქ ყოფნით(თითქოს მათ უნდოდათ ) ხმელთაშუაზღვაზე წამოწოლილებს არც აფხაზეთი, არც აფხაზი ძიძის კივილი თბილისში რომ მისი გაზრდილი გარდაიცვალა, არც ქართველი ბიჭების დახვედრა აფხაზეთიდან მათი კლასელი რომ ჩამოიყვანეს მძიმე ავადმყოფი და იმან მიწა რომ წამოუღო, დედამ გამომატანა თქვენებს დაუბარებიათო , არ აწუხებთ…  დავიწყოთ მოლაპარაკება, დავსხდეთ მაგიდასთან და ფსევდოპოპულიზმს ნუ შევწირავთ ამ ლამაზ მხარეს, არ გვაპატიებს ახალგაზრდა თაობა, მე შენთან ვარ ირმა, აფხაზეთისთვის“, – წერს ოქიტაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული