ბელარუსის პარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, არ ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში

ბელარუსის პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებმა: ნატალია კოჩანოვამ და ვლადიმერ ანდრეიჩენკომ  კოლეგებს ევროკავშირიდან წერილით მიმართეს და განაცხადეს, რომ ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევა მიუღებელია. ინფორმაციას „ბელტა“ ავრცელებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და შედეგად, პრეზიდენტი გახდა ალექსანდრ ლუკაშენკო. არჩევნები ბელარუსის კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად ჩატარდა. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოქმედი პრეზიდენტის კურსი აირჩია ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის გზაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, მისი კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა.

პარლამენტის სპიკერებმა ხაზი გაუსვეს, რამდენად სწრაფად გააკეთეს გარკვეულმა ევროატლანტიკელმა ჩინოვნიკებმა განცხადებები და დასკვნები, რომელიც სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობას უახლოვდება. ეს კი მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრონციპებს. 

 „აუცილებელია, ობიექტურად, ემოციების გარეშე გაერკვეთ, რა ხდება დღეს ბელარუსში“,-ნათქვამია განცხადებაში. 

Facebook Comments

ახალი დადებული