გია აბაშიძე შალვა შავგულიძეზე: ისედაც ევრონაცებში იყო „ჩასიძებული“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.
ამის შესახებ შავგულიძის განცხადებაშია ნათქვამი. შავგულიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება.

და სხვა ვინ დარჩა იმ პარტიაში, რომლებთანაც უთანხმოება ჰქონდათ? რას ბოდიალობენ?! ისედაც ევრონაცებში იყვნენ „ჩასიძებულნი“.
ხარჯების დაზოგვის მიზნით, ეტყობა ოფისის ქირის ბოლო გადასახადი გადაიხადეს [იმედია, არ ‘გადააგდეს’ გამქირავებელი], ‘რუბილნიკი’ გამორთეს, გაზი გადაკეტეს, კარი დაკეტეს და გასაღები ‘კოვრიკის’ ქვეშ დაუტოვეს ‘ხაზეიკას’ “.

Facebook Comments

ახალი დადებული