გია კრიალაშვილის და: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა ნაძირალაა

ხომასურიძე ნაძირალა პიროვნებაა, ის არაადამიანია, რომელმაც ხალხი გაიმეტა და მუხროვანის ამბოხის სპექტაკლის დადგმაში მიიღო მონაწილეობა,-ასე ახასიათებს ე.წ. მუხროვანის ამბოხისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის  ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს.

საკუთარ წარსულზე საუბრისას ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას, ხომასურიძემ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის აგენტი იყო. მისი თქმით, ის ჩანერგილი იყო, ნდობაში შევიდა გია ღვალაძესთან და კიდევ 4 პირთან. ხომასურიძე ამბობს, რომ მუხროვანის ამბოხი მისი გახსნილია, კერძოდ, თავის სახლში შეიტყუა ეს პიროვნებები და დააჭერინა.

გია კრიალაშვილის და ვარაუდობს, რომ ხომასურიძეს ახლაც აქვს კავშირი ნაცმოძრაობასთან, რომელიც შაქარაშვილის საქმეს ისევე, როგორც სხვა ტრაგედიებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.  

„ხომასურიძისგან კარგს არაფერს ველი, ადამიანი, რომელიც ამაყად აცხადებს, რომ ჩანერგილი იყო და ხალხი დააჭერინა, ის დღესაც ალბათ თანამშრომლობს ნაცმოძრაობასთან, დესტრუქციულ ძალასთან, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს.“,-აცხადებს ლია კრიალაშვილი

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძემ პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა და საკუთარ არასრულწლოვან შვილსაც გადააწყვეტინა შიმშილობა. დღეს მცხეთაში სასამართლო სხდომა სწორედ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის გამო გადაიდო. 

პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხდომის ჩატარების საშუალებას იძლეოდა, თუმცა ბრალდებულმა სხდომა მაინც დატოვა, რაც პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მეტყველებს. 

Facebook Comments

ახალი დადებული