დავუშვათ, რომ მე, ნინო გელაშვილი 2020 წლამდე „იმათიანი“ ვიყავი…


„ქართული ოცნების“ მომხრე ნინო გელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ვთქვათ, მე, ნინო გელაშვილი ვიყავი ნაცევროოპოზიციის მომხრე. 2019 წლის 20 ივნისის გამო, ვიყავი გასული პარლამენტთან და ვაპროტესტე “გავრილოვის უკანალი სკამზე”. ვიყვირე ვიბობოქრე, ვიძახე, წადით, გადადგეს ბიძინა და ა.შ. მოკლედ დავუშვათ, ვიყავი 2020 წლამდე “იმათიანი”. ვითომ 2003 წელს ივანოვის ყოფნისას, იმ სათაყვანებელ “სამოთხე” 9 წელიწადს ჩემს წინ ბნელოდა და მხოლოდ ფერადოვნად მეჩვენება წარსული.
2020 წელიც დადგა, საარჩევნო წელიწადი. ნუ მე ისევ იმათიანი ვარ და ვცდილობ, რომ მივიღო სისტემის დანგრევაში მონაწილეობა, თუმცა 20 ივნისის ამბებმა ცოტა დამაფიქრა და გამახსენა წინა წლები, მართალია საკუთარ თავს კი ვეუბნები, რომ სახელმწიფო გადატრიალება აგვაცილეს, ამეებმა და იმასაც მივხვდი რომ “ჩემიანები” ცუდად იქცეოდნენ. მაგრამ ჯერ ჩუმად ვარ.

აგერ ამ 2020 წელს ისევ მშვიდობაა, ვხედავ რომ ესენი დიპლომატიაში საკმაოდ მაგრები არიან. ვხედავ რომ თბილისს არ ყავს დასაწუნი მერი, ვხედავ რომ პრემიერიც “რაღაცას ფაფხურობს”, ის ჩემიანები ისევ იყეფებიან, აგერ ბიძინა ” ხიხო” და “ხეგლეჯია” ხან დენდრო პარკს. ხან ქუთაისის უნივერსიტეტს და ხან აბასთუმანს აკეთებს, ეგ ყველაფერი შემთხვევით გადართული იმედის არხიდან გავიგე., ბიძინას დიდი ქველმოქმედებები აქამდე ვითომ არ გამიგია.


და უცებ თებერვლის ბოლოს გვეტაკა კორონა და მეც გავიფიქრე, ახლა დაგერხათ? მაგრამ ვაი საყვარელო, არაა, დავინახე. მე, ნაცმომხრე ოღონდ უკვე არაფანატიკოსმა რომ ეს”უნიათოები” მაღალ დონეზე ებრძვიან პანდემიას, სერიოზულად აკონტროლებენ სიტუაციას და აღმოჩნდა რომ ძალიანაც ნიათიანები ყოფილან! ექიმებს ტაში რომ დავუკარი, მთავრობაც ვიგულისხმე. ახლა დახმარებები ნაირნაირი, თან უკვე სურვილი გამიჩნდა ვუყურო მხოლოდ იმედს. და უკვე შეფარულად, მაგრამ მაინც იმ ჩემიანებში სიმართლეებს ვამბობ.

აგერ დენდრო პარკი, აგერ ქუთაისის უნივერსიტეტი, აგერ აბასთუმანი, ეკლესიები.უშუქო, უწყლო და უგზებო სოფლები გაკეთდა, დახმარებები ხალხს. ბავშვებს, დავინახე რომ უმეტესი თურმე მუშაობდა, იქ პარკები, სკვერები.აქეთ ჭავჭავაძის გამზირი, მზიური და კიდევ უამრავი ამ ” უნიათოების” გაკეთებული დავინახე და ჩემი ” ნაცგონება” კი გაიხსნა 4 თითზე. მივხვდი რომ ნაც მომხრეობა ჩემი დიდი შეცდომა იყო და გადავწყვიტე არჩევნებში 41 შემოვხაზო!

პ.ს. ახლა მე აქ რაც ვწერე ჩემი არ გეგონოთ, ჩემი მარტო “ქართული ოცნების” სიკეთეებია განხილული, ისიც მხოლოდ 2020 წლის, დანარჩენი ჩათვალეთ რომ ვიღაც ოდნავ ნორმალური ნაცმოხრე( ეჭვი მეპარება რომ არსებობდნენ), პირის სახელით ვილაპარაკე. მაგრამ თან მეცინება. „შეაყარე კედელს ცერცვი” მაგათზეა ნათქვამი.
ისე ჩემო მეგობრებო, ღმერთს მადლობას ვწირავ რომ არასდროს ნაც მომხრე არ ვყოფილვარ!
2012 წლიდან ვიყავი, ვარ და ვიქნები #ქართულიოცნების გულშემატკივარი,მომხრე და ერთგული!,-წერს ნინო გელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული